384912 წელი-1972 წელს ესპანელ 20 წლის ფოსტალიონს პალმა-დე-მალიორკადან მიესაჯა სამასოთხმოცდაოთხი ათას ცხრაას თორმეტი წელი იმის გამო, რომ მან დანიშნულების ადგილას არ მიიტანა 4 ათასამდე წერილი.ეს გახლავთ ყველაზე დიდი სასჯელი არა მარტო ესპანეთის, არამედ მთელს მსოფლიოში.
10000 წელი +ორმაგი სამუდამო პატიმრობა.დადლი ვეინ კიზერმა მოკლა თავისი ცოლი, სიდედრი და კოლეჯის სტუდენტი.1981 წელს მას მიესაჯა 10000 წელი და ორმაგი სამუდამო პატიმრობა.ეს გახლავთ ა.შ.შ.-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ციხის სასჯელი.
28 სამუდამო პატიმრობა.-ბობი ჯო ლონგი, ამერიკელი მანიაკი და სერიული მკვლელი.გააუპატიურა 50 ქალი, მათგან ნახევარი მოკლა.ბობი ლონგს 28-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
25 სამუდამო პატიმრობა-კალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა ხუან კორონამ 25 მუშა მოკლა, რომლების მასთან მუშაობდნენ მინდორში.ეს სულ 1 წელიწადის განმავლობაში გააკეთა.მას ამის გამო 25-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
7109 წელი-1969 წელს ორი ირანელს მიესაჯა 7109 წელი სათითაოდ, ისინი გასამართლებულები იყვნენ ირანში ადგილობრივი კანონმდებლობით, მათი დანაშაულებრივი სპექტრი მოიცავდა ყაჩაღობებს და მკვლელობებს.
2000 წელი-დარონ ბენაფოლდ ანდერსონმა ოკლაჰომოდან დაიმსახურა ამისთანა სასჯელი ძარცვებისა და გაუპატიურებების გამო.1997 წელს მან გაასაჩივრა საჯელი, მას ციხიდან შეუძლია გამოვიდეს 4284 წელს.
No comments:
Post a Comment