Monday, January 14, 2013

კოჰაბიტაცია ქართულად


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო რეალობის მომსწრენი გავხდით, რეალობის, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ. პრეზიდენტი იძულებული იყო პარლამენტის უმრავლესობისთვის სასურველი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინა, რის შედეგადაც, პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერ მინისტრის მეთაურობით წარმოადგენენ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს. აღნიშნულ მდგომარეობას კოჰაბიტაცია ჰქვია.
კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობის ხასიათს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა” კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა.
პირველი კოჰაბიტაცია საფრანგეთში 1986 წელს, სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის დროს დამყარდა, როცა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შედეგად მემარჯვენეები მოვიდნენ უმრავლესობაში. ამის გამო, მიტერანი იძულებული გახდა თავისი პოლიტიკური კონკურენტი ჟაკ შირაკი დაენიშნა პრემიერ-მინისტრად, რაც სერიოზული გამოცდა იყო მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი იყო.
აღნიშნული კოჰაბიტაცია თავისი არსით კონფლიქტურ თანაცხოვრებას წარმოადგენდა, თუმცა არ გამორიცხავდა კოოპერაციას ისეთ საკითხებში, რომლებშიც მხარეების აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა. შედეგად მთავრობა, პრემიერ მინისტრის მეთაურობით ძირითადად დაკავებული იყო საშინაო პოლიტიკით, პრეზიდენტი ამ სფეროში არბიტრის როლით იფარგლებოდა, თუმცა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა საგარეო და ევროპული პოლიტიკა, თავდაცვა და ბირთვული სტრატეგია. ასეთი კოჰაბიტაციით პირველ რიგში პრეზიდენტმა მიტერანმა მიიღო სარგებელი, მისი რეიტინგი საშინაო პრობლემების მოგვარებითაც გაიზარდა, სადაც ის მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მთავრობა წამგებიან პოზიციაში იყო. შედეგად, მან ადვილად გაიმარჯვა 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მისი მოწინააღმდეგე მემარჯვენეების ლიდერი ჟაკ შირაკი იყო, რის შემდეგაც დაითხოვა პარლამენტი, ხოლო ახალი ნაციონალური ანსამბლეის არჩევნები ისევ მიტერანის სოციალისტების ბლოკმა გაიმარჯვა. ამ ფაქტით დასრულდა პირველ კოჰაბიტაცია საფრანგეთში.
შემდეგი კოჰაბიტაცია 1993 წელს ისევ ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს დამყარდა, როდესაც ნაციონალური ასამბლეის არჩევნების შემდეგ მანდატების 80% მემარჯვენეებს ერგოთ. მიტერანი კვლავ იძლებული გახდა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის წარმომადგენელი ედუარდ ბალადიური დაენიშნა, რადგან ამ დროისთვის ჟაკ შირაკი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. აღნიშნულმა კოჰაბიტაციამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ამის მიზეზი, პირველ რიგში, იყო ის, რომ პირველი კოჰაბიტაციისგან განსხვავებით პრეზიდენტი და პრემიერი 2 წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები არ იყვნენ, გარდა ამისა, მიტერანი დასუსტებული იყო, როგორც ფიზიკურად (ამ დროს უკვე დასმული ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი) ასევე პოლიტიკურადაც. შედეგად, მეორე კოჰაბიტაცია პრემიერ-მინისტრის დომინირებით გამოირჩეოდა.
მესამე კოჰაბიტაცია საფრანგეთში უკვე გაპრეზიდენტებული მემარჯვენეების ლიდერის ჟაკ შირაკის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც იგი არ დაელოდა არჩევნებს და 1997 წელს დაითხოვა პარლამენტი. შედეგად, ვადამდელ არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს და შირაკი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის ლიდერი ლიონელ ჟოსპენი დაენიშნა. კოჰაბიტაციის ეს პერიოდი ყველაზე დიდ ხანს, 5 წელს გაგრძელდა და პრემიერისა და პრეზიდენტის კონფრონტაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა. შირაკი ამ პერიოდს „დამბლის“ პერიოდით მოიხსენიებდა. პრეზიდენტი განსაკუთრებით შეზღუდული იყო საშინაო პოლიტიკის სფეროში, სადაც სოციალისტმა უმრავლესობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მემარცხენე ხასიათის რეფორმის გატარება შეძლეს. მე-3 კოჰაბიტაცია დასრულდა 2002 წლის ნაციონალური ანსამბლეის არჩევნებით სადაც მემარჯვენეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის კოჰაბიტაცია შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნულ მოვლენას მოგვიანებით ასევე ადგილი ჰქონდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფინეთი, რუმინეთი, უკრაინა და სხვა.

Sunday, January 13, 2013

ტოპ 5 უძლიერესი არმია დედამიწაზე

image#1 ამერიკის შეერთებული შტატები.
















ამერიკის რეგულარულ არმიას შეადგენს მილიონ ნახევარი ჯარისკაცი 569, 265 სახმელეთო იარაღი. ამაშივე შედის მძიმე ტექნიკა, 18, 234 საჰაერო დანადგარი, 2, 384 წყალს ზემოთ და წყალს ქვემოთ მცურავი საშვალება და ბოლოს გასაოცარი ციფრი ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სრული ბიუჯეტი შეადგენს 692 ტრილიონ დოლარს


image#2 რუსეთი.

რათქმაუნდა ეს გასაკვირიც არავისთვის იქნებოდა.




რუსეთის რეგულარულ არმიას შეადგენს მილიონ ორასი ათასი ჯარისკაცი და 754, 000 აქტიური რეზერვისტი. რუსეთის არმიას აქვს 91, 715 საჰაერო დანადგარი აქედან გამანადგურებლების რიცხვი 2, 749 ია, მაგრამ აქვს მცირე წყალში გამოსაყენებელი დანადგარები მათი რაოდენობა ასე გამოიყურება, სულ რაღაც 233 . რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი შეადგენს 56 ტრილიონ დოლარს.

image
#3 ჩინეთი

ჩინეთის რეგულარული არმიის რიგებში იმყოფება 2, 285, 000 ჯარისკაცი . რეზერვისტების რაოდენობა კი ასე გამოიყურება, მათი რაოდენობა 800, 000_ს აღემატება. მათი სახმელეთო შეიარაღების რაოდენობა 47, 575 ია . საჰაერო დანადგარების რაოდენობა კი ასე გამოიყურება მათი რაოდენობა 5, 176 ია. ხოლო წყალში გამოსაყენებელი ტექნიკის რაოდენობა 972 ია . ჩინეთის არმიის ბიუჯეტი აღემატება 100 ტრილიონ დოლარს

image#4 ინდოეთი

ინდოეთის არმიის რიგებში ირიცხება 1.325.000 ჯარისკაცი ხოლო რეზერვისტების რიცხვი ნამდვილად რეკორდულია 1.747.000 . მათ შეიარაღებას ამდიდრებს სახმელეთო დანადგარების 2, 462 ერთეული ტექნიკა ხოლო წყალში გამოსაყენებელი აპარატების რაოდენობა 175 ია. ინდოეთის არმიის ბიუჯეტი ძალიან მწირია და შეადგენს სულ რაღაც 36 ტრილიონ დოლარს.

image#5 ინგლისი

ინგლისის არმიის რიგებში ირიცხება 224, 500 ჯარისკაცი ამასთან ერთად რეზერვში იმყოფება 187, 130 ჯარისკაცი . მათი სახმელეთო დანადგარების რაოდენობა 11, 630 ია. წყლის აპარატების რაოდენობა კი სულ რაღაც 100 ერთეულია. საჰაერო ტექნიკის რაოდენობა კი 1, 663 ერთეულს ითვლის .

ყველაზე დიდი ციხის სასჯელები ისტორიაში.



image384912 წელი-1972 წელს ესპანელ 20 წლის ფოსტალიონს პალმა-დე-მალიორკადან მიესაჯა სამასოთხმოცდაოთხი ათას ცხრაას თორმეტი წელი იმის გამო, რომ მან დანიშნულების ადგილას არ მიიტანა 4 ათასამდე წერილი.ეს გახლავთ ყველაზე დიდი სასჯელი არა მარტო ესპანეთის, არამედ მთელს მსოფლიოში.10000 წელი +ორმაგი სამუდამო პატიმრობა.დადლი ვეინ კიზერმა მოკლა თავისი ცოლი, სიდედრი და კოლეჯის სტუდენტი.1981 წელს მას მიესაჯა 10000 წელი და ორმაგი სამუდამო პატიმრობა.ეს გახლავთ ა.შ.შ.-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ციხის სასჯელი.28 სამუდამო პატიმრობა.-ბობი ჯო ლონგი, ამერიკელი მანიაკი და სერიული მკვლელი.გააუპატიურა 50 ქალი, მათგან ნახევარი მოკლა.ბობი ლონგს 28-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.25 სამუდამო პატიმრობა-კალიფორნიის შტატში მაცხოვრებელმა ხუან კორონამ 25 მუშა მოკლა, რომლების მასთან მუშაობდნენ მინდორში.ეს სულ 1 წელიწადის განმავლობაში გააკეთა.მას ამის გამო 25-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.7109 წელი-1969 წელს ორი ირანელს მიესაჯა 7109 წელი სათითაოდ, ისინი გასამართლებულები იყვნენ ირანში ადგილობრივი კანონმდებლობით, მათი დანაშაულებრივი სპექტრი მოიცავდა ყაჩაღობებს და მკვლელობებს.2000 წელი-დარონ ბენაფოლდ ანდერსონმა ოკლაჰომოდან დაიმსახურა ამისთანა სასჯელი ძარცვებისა და გაუპატიურებების გამო.1997 წელს მან გაასაჩივრა საჯელი, მას ციხიდან შეუძლია გამოვიდეს 4284 წელს.

ყველაზე დაუჯერებელი ლეგენდები: ვამპირები

ტრანსილვანიის შევბნელი, გაუვალი, ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე დგას სასახლლე ბრანი. როცა საშინელ;ი ამინდია ბრანი თითქოს ელვას იზიდავს, ისე ხშრად ეცემა მეხი. თუმცა ამას ჯერ ვერაფერი დაუკლია. სწორედ ასეთი საშინელი ამინდის დროს ჭექა-ქეხილის პასხად სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. სწორედ ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვველი აჩრდილია, რომელიც ხანდახან სასახლის ბნელ და ნესტიან დეერეფნებში დაიარება ის რაც ამ სასახლის ძველი მრისხანე მფლობელის _ გრაფ დრაკულასგან შემორჩა.ყველა ქვეყანას თავისი სისხლისმსმელი ლეგენდარული პიროვნება ჰყავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება ყველადროის მტავარ სისხლისმწოველ_გრაფ დრაკულკას. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა რომ ეს პიროვნება დედამიწაზე მართლაც არსებობს.

XV საუკუნეში რუმინეთის ვა ლახეთის ოლქის თავად ვლადს ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც სახელად დრაკულა ანუ დრაკონის შვილი დაარქვა. ვლადს სახელი ჯვაროსნული ომებიდან კარგად ჰქონდა მოხვეჭილი, თუმცა როგორც პატარა დრაკულა გაიზარდა მანაც შეძლო სახელის მხვეჭა. თუმცა მამისგან დიდი განსხვავებით. მან თავისი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქცვა სახელი. მის საყვარელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა. ელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა.
ამ ხერხით მან 100 ათასი მოწინააღმდეგე გაანაფგურა. სწორედ ამის გამო სასახლემდე მიმავალ ბილიკს ''წაწვეტებული სარების გზას'' დღემდე უწოდებენ . ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი ცეპიშად ანუ მხვრეტავად მონათლა.

დღე-დღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა შემდეგ კი სისხლს სწოვდა.
ზოგიერთ ქვეყანაში თვლიან რომ ვამპიირ სულია სხეულის გარეშე, ზოგიერთსი რომ ის გაცოცხლებული ცხედარია, რომლის ცოდვილი სულიც სხეულს დაუბრუნდა რადგანც მოსვენება ვერ ჰპოვა. ყველა ვამპირს არ უწევს მიწის გათხრა ქვემოდან რომ ამოაღწიოს კუბოდანნ მსხვერპლის ძიებაში, ზოგიერთი მათგანი იქიდან კვამლის ან ნისლის სახით ამოდის. მჭიდროდ დახურული კარები მათთვის წინააღმდეგობა არაა, თუმცა ზოგიერთი ლეგენდა ირწმუნება რომ ვამპირებს მხოლოდ დაპატიჟების შემდეგ შუძლიათ სახლში შესვლა. ითვლება რომ მათ ფრენა შეუძლიათ და ცოცხალი ორგანიზმების სისხლით იკვებებიან, ზოგჯერ კი სხეულსაც ჭამენ. ისინი ყველაფერ ანადგრუნებე მსხვერპლისაკენ მიმავალ გზაზე, არ აქვთ ადამიანურობა და ხშIრად მსხვერპლს სასიკვდილოდ სცემენ ან გლეჯენ ნაკუწებად. ევროპლე ბოშებს სჯეროდათ რომ ღამით ვამპირები სამარეებიდან ამოდიოდნენ და მათ ძველ სხეულს იბრუნებდნენ. დადიოდნენ სიბელეში და აშინებდნენ მცხოვრებლებს, ყველაფრის ხმაურიანად დამტვრევით. ვურდალაკის ნაკბენი მის მსხვერპლებს ვამპირებად აქცევდა. ისინი მათ ჰიპნოზს უკეთებდნენ, ამიტომ ადამიანს არ ახსოვდა არაფერი თავდასხმის შესახებ და ვამპირს შეეძლო კვლავ დაბრუნება მისი სისხლისთვის. ვამპირად თვლიდნენ არამარტო ნაკბენს არამარტო ადამიასნ რომელიც დაიღუპა უცნაურად ან გამოიღცეოდა სისტიკით ადამიანური ცხოვრებისას ვამპირად რაცხავდნენ. ასე მაგალითათ საბერძნეთსი სადაც ჟღალი თმა და ცისფერი თვალები იშვიათობა იყო, ასეთი გარეგნობის ადამიანებს დემონებს უძახდნენ, სიკვდილისას სცავდნენ და ცდილობდნენ დამარხვამდე სიბნელეში არ მომხვდარიყო. მზის სხივები და სინათლე ძლიერ ენერგიად ითვლებოდა რომელსაც ადამიანის გაცოცხლება შეეძლო. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ძველი წესი სარკეების ჩამოხსნისა და ფარდების ჩამოშვების თუ სახლში ცხედარია. ცხოველებსაც უკავშირედნენ ამ მოვლენებს, მაგალიტად თუ კატა დაახტებოდა კუბოს ცხედარი ვამპირე იყო და შინაურ ცხოველებსაც შეეძლოთ გადაქცეულიყვნენ ვამპირებად. ითვლებოდა რომ სარკე სულს რეკლავდა, ამიტომ ცხედართან სარკეებს ხსნიდნენ რომ მისი სული სარკეში არ გადასულიყო შემდეგ სხეულის გასაცოცხლებლად. ასევე იყო ლეგენდა რომ ვამპირებს არ უყვარდათ ნიორი, და ყველა ვისაც კი ნიორის სუნი არ სიამოვნებდა ეჭვის ქვეშ იყო, ნიორს კიდავდნენ სახლებზე, კარებზე, შინაურ ცხოველზზეც კი. სიფრთხილეს იჩენდნენდამახვის რიტუალებშიც, მაგალითად კუბოში ატანდნენ ყვავილებს რომლებიც სულს არ უშვებდნენ ზედაპირზე, სამარეს თხრიდნენ ძალიან ღრმად რომ მიწას საფუძვლიანად დაეფარა მანძილი, ხოლო საფლავზე სიარული აკღძალული იყო რადგან ასე ცხედარი ვამპირე გახდებოდა.თუკი მარხავდნენ ადაიანს, რომელიც მათი აზრიდ აუცილებლად გადაიქეოდა ვამპირად იცავდნენ წესებს: ცხედარს სახით ქვემოთ მარხავდნენ, კუბოზე სახავდნენ ჯვერბს და აპკურებდნენ ნაკურთხ წყალს, პირში ნიორს უდებდნენ და ზემოდან სამარეს მძიმე ქვას ადებდნენ, წესით გამვლელები ამ ქვის დანახვისას კიდევ უმათებდნენ 1-2ს რადგანაც ეშინოდათ ვამპირის ადევნების. ზოგჯერ სმარეში დღესაც პოულობენ ჩონჩხებს რომლებიც ლურსმნებითაა მიჭედებული კუბოს ძირს, ეს იმისთვის კეთდებოდა რომ ვამპირს არ გამოეღწია. ვამპირების განადგურების ხერხი ყველა ქვეყანაში განსხვავებული იყო, თუმცა ყველაზ ეგავრცელებული მაინც წვეტიანი ნივთი ჯოხი ან ლურსმანი გულში, თავის მოგრეხა, ერცხლის ტყვიის სროლა და ლურსმნის ჩაჭედება თავში ითვლებოდa.

ვინ არის გრაფი დრაკულა?


ტრანსილვანიის შევბნელი, გაუვალი, ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე დგას სასახლლე ბრანი. როცა საშინელ;ი ამინდია ბრანი თითქოს ელვას იზიდავს, ისე ხშრად ეცემა მეხი. თუმცა ამას ჯერ ვერაფერი დაუკლია. სწორედ ასეთი საშინელი ამინდის დროს ჭექა-ქეხილის პასხად სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. სწორედ ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვველი აჩრდილია, რომელიც ხანდახან სასახლის ბნელ და ნესტიან დეერეფნებში დაიარება ის რაც ამ სასახლის ძველი მრისხანე მფლობელის _ გრაფ დრაკულასგან შემორჩა. ყველა ქვეყანას თავისი სისხლისმსმელი ლეგენდარული პიროვნება ჰყავს, მაგრამ მათგან ვერც ერთი ვერ შეედრება ყველადროის მტავარ სისხლისმწოველ_გრაფ დრაკულკას. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა რომ ეს პიროვნება დედამიწაზე მართლაც არსებობს. 

XV საუკუნეში რუმინეთის ვა ლახეთის ოლქის თავად ვლადს ბიჭუნა შეეძინა, რომელსაც სახელად დრაკულა ანუდრაკონის შვილი დაარქვა. ვლადს სახელი ჯვაროსნული ომებიდან კარგად ჰქონდა მოხვეჭილი, თუმცა როგორც პატარა დრაკულა გაიზარდა მანაც შეძლო სახელის მხვეჭა. თუმცა მამისგან დიდი განსხვავებით. მან თავისი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული სისასტიკით გაითქცვა სახელი. მის საყვარელ გასართობს, ცხიმწასმულ სარზე ადამიანების ჩამოცმა წარმოადგენდა. 
ამ ხერხით მან 100 ათასი მოწინააღმდეგე გაანაფგურა. სწორედ ამის გამო სასახლემდე მიმავალ ბილიკს''წაწვეტებული სარების გზას'' დღემდე უწოდებენ . ადამიანების წამების ასეთი პათოლოგიური სიყვარულის გამო, ხალხმა ვლადი ცეპიშად ანუ მხვრეტავად მონათლა. დღე-დღეობით ბრანის სასახლეში ტურისტებისთვის მუსიკალური შოუები იმართება. სინათლის ეფექტებით უამრავი საშინელი სანახაობა იქმნება. სასახლეში სულ 56 ოთახია რომლიდანაც ერთ-ერთში უშველებელი საწოლი დგას სადაც გრაფი დრაკულა ოდესღაც გოგონებს იტყუებდა შემდეგ კი სისხლს სწოვდა.

ამ სანახაობების მიუხედავად ჭერზე მიკრულ ღამურებს და მსგავსს რამეებს მაინც ვერსად შეამჩნევთ. ცუდ ამინდში როგორც უკვე ავღნიშნე ხარხართან ერთად კიდევ ბევრი საზარელი ხმა ამოდის საკვამურიდან, რაც ტურისტებში ინტერესს კიდევ უფრო აღრმავებს. დროთა განმავლობაში ბრანის სასახლე სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ტურისტებისგან შემოსული თანხა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.



ამ ეტაპზე კი ვერსად ვეღარ ნახავთ სარზე ჩამოცმულ ადამიანებს. სასახლის შესასვლელში მრავალი ჯიხურია სადაც დრაკულას გამოსახულების მქონე მაისურებითა და პლაკატებით ვაჭრობენ. აქვე ტურუსტს ისეთი თილისმის შეძენაც შეუძლია, რომელიც მას ვამპირისგან დაიცავს, ხოლო ახლომდებარე რესტორანში ცეპიშს საყვერრელი კერძის გასინჯვაც შეიძლება. ეს არ არის ადამიანის სისხლი.. ეს არის თიხაში შემწვარი ცხვირს ხორცი, ხორცს თიხას წაუსვამენ და სპეციალური ორმოში მოათავსებენ. კერძის მომზადებამდე სტუმრებს გრაფთაან დაკავშირებულ შიშისმომგვრელ ისტორიებს უამბობენ. მას აუცილებლად უყვებიან იმის შესახებ რომ კერძს, რომელსაც ახლა მისთვის მზადდება, გრაფის დროს განსაკუთრებით საპატიო მძევლისგან ამზადებდნენ. (ცხვრის ხორცის ნაცვლად). ასევე შეიძლება სისხლისფერი ვამპირისა და დრაკულას სპირტიანი სასმელების გასინჯვა. შუაღამისას დარბაზში სამგლოვიარო მუსიკა ისმის და ცენტრში დადგმული კუბოდან ვამპირი წამოიმართება. იგი დამსწრე საზოგადოებას მადლობა უხდის და იქაურობას მშვიდობიანად ტოვებს. ვამპირთან სადილობის მსურველებმა მაგიდა აუცილებლად წინასწარ უნდა შეუკვეთონ.
 

მაქციები


მაქციები მითი თუ რეალობა…
ვამპირებზე შექმნილი ლეგენდების მსგავსი სხვა თქმულებებიც არსებობს: ადამიანებს ძალუძთ ცხოველებად, განსაკუთრებით, მგლებად, სავსე მთვარეზე, გადაქცევა. არ არსებობს ამის უარმყოფელი არანაირი საბუთი. მსგავსი რამ ტიპიურია, მაგალითად ლასკების გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნახატებში, რომლებზეც ცხოველების სახის მქონე მონადირეები არიან გამოსახულნი. მსგავსი რამ, მსოფლიოს შამანების კულტურებშიც შეინიშნება. მოცემული მოვლენის გამოძახილი გახლავთ ზოდიაქოს ნიშნები, სადაც ტიპები დაყოფილია კუროდ, კირჩხიბად და ა.შ. ანუ ადამიანები შედარებულია ცხენთან, ხართან, კატასთან და ა.შ.
ასეთი რწმენის პირველწყაროს პოვნა საკმაოდ რთულია. თუ ვამპირებზე და ალქაჯებზე ჩანაწერები მხოლოდ მე-12 მე-15 საუკუნეებში გაჩნდა, მაქციებზე ჩანაწერები ჯერ კიდევ ძველ რომაელ და ბერძენ მწერლებთან მოიპოვება. ამის დამამტკიცებელია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 125 წელს რომაელი პოეტის, მარცელ სიდეტის ჩანაწერი მაქციის შესახებ. სიდეტის მიხედვით, მგელკაცი არის ღმერთების მიერ დასჯილი ადამიანი, რომელიც გარიყულია საზოგადოებიდან და ცხოველური იერი აქვს მიღებული. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ბერძნები და სკვითები, რომლებიც შავი ზღვის ნაპირებზე დასახლდნენ, ადგილობრივ მცხოვრებლებს, საკუთარი სურვილით მგლებად გადაქცევის მქონე ჯადოსნებად თვლიდნენ, რომლებსაც, ამასთან კანიბალიზმის კარგი მადა ახასიათებდათ და რომ მათთვის, ლიკანთროპია სიამოვნების მიღების წყაროს წარმოადგენდა. ბერძნული სიტყვა “ლიკანთროპი” ადამიანის მგლად გადაქცევას ნიშნავს. ( lycos – “მგელი”, anthropos – “ადამიანი”) ითვლება, რომ მაქციამ ჩვეულებრივ ადამიანს უნდა უკბინოს რომ ისიც მაქცია გახდეს.

A German woodcut from 1722
მე-15 – მე-16 საუკუნეებში ყველას ვისაც მაქციად თვლიდნენ სასტიკად უსწორდებოდნენ, როგორც ჯადოქრებს საფრანგეთში, 1520-სა და 1630 წლებს შორის, დაფიქსირებულ იქნა ლიკანთროპიის 30000 მეტი შემთხვევა რაც ნაწილობრივ გაღარიბებული გლეხების კანიბალიზმით აიხსნება. თუმცა, მრავალი მათგანი საკუთარ თავს მართლა მგლად თვლიდა და, საკუთარი ცრურწმენის ზეგავლენით, ხოცავდა და ჭამდა ადამიანებს.
ცნობები მსგავსი შემთხვევების შესახებ ჩვენს დროშიც გვხვდება. 1975 წელს, ერთმა ახალგაზრდამ, სტანფორდში, გულში დანა დაირტყა, მანმადე კი, როგორც შემდეგ ძიებაში მისმა კოლეგამ აღნიშნა, მან დაურეკა თანამშრომელს და უთხრა რომ, “მისი სახე და ხელები ფერს იცვლის და რომ თავად ის – მაქციად გადაიქცევა. ახალგაზრდა გაჩუმდა, შემდეგ ყმუილი დაიწყო”.

Werewolf, by Lucas Cranach der Ältere, 1512
როგორც ამბობენ ჩვეულებრივ, მაქციათა სამი ტიპი არსებობს – მემკვიდრეობითი (რომელიც წყევლის გამო თაობიდან თაობას გადაეცემა), მოხალისე (ჭეშმარიტი ზნედაცემულობის გამო წარმოშობილი) და კეთილმოსურნე (რომელიც თავისი მხეცური სადარდებლის გამო ადამიანური სირცხვილის გრძნობას განიცდის).
ასევე შესაძლებელია, რომ ჭვავის რქის (ჭვავის რქა – ნედლეული რისგანაც მზადდება ე.წ. “ლსდ”.) პურში ჩამცხვარი თესლები მსგავს ჰალუცინაციებს იწვევს. 1951 წელს საფრანგეთის სამხრეთით მდებარე სოფელი პონ-საინტ-ესპიტი შუასაუკუნეობრივმა ძრწოლამ მოიცვა. მთელი მოსახლეობა პურის პარტიით იქნა მოწამლული(შეშლილობა რომელსაც ჭვავის რქის თესლი იწვევს). მათგან ხუთი ადამიანი დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილთაგან ერთნი ციდან ჩამოვარდნილ ცეცხლის ბურთებს ხედავდნენ, სხვანი კი ფანჯრიდან გადახტომის მძAფრ სურვილს განიცდიდნენ, ანდა მათ შესაჭმელად გამზადებულ მონსტრ-ცხოველებს ხედავდნენ. შოფლის მოსახლეობა კოლექტიურად შეიშალა.

Zeus turning Lycaon into a wolf, engraving by Hendrik Goltzius.
იყო თუ არა შუასაუკუნეებში დაფიქსირებული ხშირი, მსგავსი შეშლილობა მოწამლული პურის შეჭმით გამოწვეული?! თუკი, ეს სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ ეს ნამდვილად გაუზვიადებელი ლიკანთროპიაა.
მაქციების სამშობლოდ ჩრდილოეთ ევროპას ასახელებენ, საიდანაც მათი მოძმე მონსტრები – ვამპირები არიან. გერმანიისა და რუმინეთის პატარა სოფლებში დღესაც გაიგონებთ უძველეს ლეგენდებსა და ისტორიებს მათ შესახებ. ცნობილია რომ ხალხს ყველაზე მეტად სავსე მთვარობის პერიოდის ეშინოდათ რადგან ლეგენდის მიხედვით მაქციები ამ დროს არიან აგრესიულები და საშიშები. ვამპირებისგან განსხვავებით მაქციას შეუძლია ადამიანს დღისითაც დაესხას თავს. როგორც უძველესი ჩანაწერებიდან ირკვევა მაქცია გადაქცევის პროცსში იცვლება არა მარტო ფიზიკურად არამედ მენტალურადაც. ლიკანთროპია განუკურნებელი სენია. მისი სასტიკი შედეგებისგან თავის დაღწევა მხოლოდ დროული ჩარევით არის შესაძლებელი. მაგალითად, ევროპული ძველი სახლების სარდაფებში ხშირად უპოვიათ გალიები ან სპეციალური ქამრები, რომლებითაც მაქციები გადაქცევის პროცესში ასწრებდნენ საკუთარი თავის დაბმას. გარდა ამისა ისინი ხშირად გარბოდნენ ტყეებში და ნაკლებ დასახლებულ ადგილებში სადაც თავის ენერგიან ხარჯავდნენ.

Facsimile of the first seven lines of the 14th century English translation of the 12th century French manuscript The Romance of William of Palerne